Saturday, May 28, 2016

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

    ტრენერმა გაგვაცნო ინფორმაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
Google doc-ების საშუალებით ტრენერმა გაგვიზიარა ჯგუფს სავარჯიშოგონებრივი იერიშის კითხვები“.ჩვენ უკეთ გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და  გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციასკოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებასკონსულტაციის სახით და დავარწმუნებრომ ეს სიახლე დადებითადიმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.

მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია




მესამე დღეს პროექტის  ეფექტურად დაგეგმვისთვისგადავხედეთ ჩვენ საგნობივ სტანდარტებს და განვსაზღვრეთ,საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში, და დავწერეთ საპროექტო თემის მისაღწევი მიზნები.ეს იყო ჩემთვის ნაცნობი თემა, რომელსაც გაკვეთილის გეგმის დაწერისას ვიყენებდი, ამიტომ გამიადვილდა ამ პროექტზე მუშაობა, თუმცაბევრიახალიცგავიგე აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში

პირველი მოდულის რეფლექსია

ტრენინგის პირველი დღე:  ვისაუბრეთ თუ რა მოლოდინი გვაქვს ამ ტრენინგიდან. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის თითოეული მოდულის აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები გაგვაცნო Intel-ის სახელმღვანელო Viewer-, დავათვალიერებინა პროგრამის ინტერფეისი, გაგვაცნო სამუშაო ინსტრუმენტები, გვაჩვენა დამხმარე გზამკვლევი და დავათვალირეთ სხვადასხვა რესურსები (პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები).
გავიხსენეთ ტექსტური რედაქტორი Word- და გავაკეთეთ ელექტრონული საქაღალდე და ქვესაქაღალდეები,  ასევე გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკარომლებსაც კიდევ დავუბრუნდებით პროექტზე მუშაობის პერიოდში. დავათვალიერეთ ინტელის ელ. სახელძღვანელში რამდენიმე პროექტიასევე გავიარეთ რეგისტრაცია ბლოგზე, სადაც გავაკეთებთ რეფლექსიას ყოველი ტრენინგ დღის ბოლოს.
  ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების ზოგადი თემა.
ტრენერი გვესაუბრა საგამომცელო პროგრამის სასარგებლო თვისებებზე სასწავლო პროცესში, რომ ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასტან მუშაობაშიამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციისზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირებაასევე აგვიხსნა,რომ სტატიის გამოცემისთვის შეგვიძლია ერთი რომელიმე ფორმატი შევარჩიოთ - ახალი ამბების ბიულეტენიგაზეთი,ბროშურა,  პლაკატი ან სხვა ბეჭდვითი მედიაგვასწავლა როგორ დაგვემზადებინა ბუკლეტები ჩვენი ფანტაზიის საშუალებით Microsoft Word-ში, გვასწავლა Microsoft Word-ის მზა შაბლონის დახმარებით ბროშურების შექმნა, ამავე დროს Intel-ის ელექტრონულ სახელმძღვანელო Viewe-ში გვაჩვენა ბუკლეტის და გაზეთის შაბლონები. დავიწყეთ ბუკლეტებზე მუშაობა, ინტერნეტში მოვიძიეთ პროექტის შესაბამისი სურათები და ბუკლეტში ჩავსვით, რომელიც მოთავსებული გვქონდა პორტფოლიოს საქაღალდეშისასწავლო პროექტის დამხმარე.
ტრენინგის დღის ბოლოს ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა ბუკლეტი სახლში დასასრულებლად და დასახვეწად. ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ რეფლექსია.