მეცხრე ტრენინგ დღეს სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი, რაც შევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ
პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და აღნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ
მახასიათებლებს რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო
პროექტი.
ვიმუშავეთ
ბლოგებზე, ჩავსვით გაჯეტები და გავეკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.
.Intel -ის
ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის
პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე
რეფლექსია.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო
პროექტებზე მუშაობისას...
აღნიშნულ ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ძალიან ბევრი. ვისწავლე სასწავლო პროექტებისგეგმებზე, ბროშურაზე, ელექტრონულ გაზეთზე და
შაბლონებზე მუშაობა, დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლოპროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე დამისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებასკონსულტაციის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითადიმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
No comments:
Post a Comment